მოსახლეობა


ბულგარელები მიეკუთვნებიან სლავების სამხრეთ შტოს. ეთნიკური ჩამოყალიბების პერიოდში ძირითად ნაწილს შეადგენდნენ - ბულგარელები, აზიური წარმომავლობის თურქული ერი, რომლებმაც ჩ.წ.აღ-მდე 5 საუკუნეშაი შექმნეს სახელმწიფო ურალის მთებსა და მდ. ვოლგას შორის. ჩ.წ.აღ-მდე 7 საუკუნეში აღმოცენებული საკმაო მყარი სახელმწიფო დონსა და კუბანს შორის იწოდებოდა დიდ ბულგარეთად, რომელსაც განაგებდა ხანი - კურბატი. დასავლეთისკენ მოძრავი აზიური ტომების, განსაკუთრებით ხაზარების ზეგავლენით ეს გაერთიანება დაეცა. ერთი ნაწილი ბულგარელებისა კოტრეგის ხელმძღვანელობით გადავიდა შუა ვოლგისპირეთში, სადაც 14-15 საუკუნეებში ჩამოყალიბდა ფეოდალური სახელმწიფო ვოლგო-კამსკის ბულგარეთი, დედაქალაქით - ბულგარეთი. ეს იყო მსხვილი სავაჭრო ცენტრი, რომელიც არსებობდა 15 საუკუნემდე კაზანის სახანოს გამოჩენამდე.
მეორე ნაწილი, რომელსაც სათავეში ედგა ასპარუხი, კურბატის ვაჟი, მიემართებოდა დასავლეთის მიმართულებით შავი ზღვის გაყოლებაზე და შემდეგ მაღლა დუნაის გასწვრივ. ისინი გადავიდნენ მდინარეზე და სლავურ ტომებთან ერთად ჩ.წ.აღ-მდე 681 წ. შექმნეს მეზიისა და დაკიის სახელმწიფოები. (დღევანდელი ბულგარეთის ჩერილო-აღმოსავლეთი ნაწილი). მომთაბარე ბულგარელებმა ასიმილაცია განიცადეს ადგილობრიც სლავურ მოსახლეობასთან. მიიღეს მათი ენა და ცხოვრების წესი. ადგილობრივი ფრაკიელი ტომებიც ასევე შეერივნენ ბულგარელებს.

ბულგარეთი ეთნიკიურად და რელიგიურად საკმაოდ ერთფეროვანი ქვეყანაა. მეორე მსოფლიო ომის შედგად გამოწვეული ემიგრაცული პროცესების გამო, კი უფრო ჰომოგენური გახდა. დიდი უმრავლესობა მოსახლეობისა ბულგარელები არიან (85,67%), ყველაზე მსხვილ ეთნიკურ უმცირესობას თურქები წარმოადგენენ (9,43%), მცირე ჯგუფებად არიან აგრეთვე ბოშები (3,69%), სომხები, რუმინელები, ებრაელები, ბერძნები და სხვა ეთნიკური ჯგუფები.

ქვეყნის ნაცილნალური სტატისტიკური ინსტიტუტის მონაცემებით 2008 წლის ბოლოს ბულგარეთში მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 7 606 551 ადამიანს, აქედან 3 681 280 მამაკაცი, 3 925 271 ქალი. მოსახლეობის 71,1% ქალაქში სახლობს, 28,9% სოფლად. ამავე სტატისტიკის თანახმად საშუალო ასაკი 41,7 წელია, სიხოხცლის ხანგრძლივობა დაახლოებით 73 წელი.

ბულგარულ ენაზე მეტყველებს 84,5% მოსახლეობისა, თურქულად - 9,6%, ხოლო ბოშურად - 4,1%.
მოსახლეობის 82,6% მართლმადიდებელია, მუსულმანი - 12,2 %, კათოლიკე 0,6%, პროტესტანტი - 0,5%.

Комментариев нет:

Отправить комментарий