
სოფია (ბულგარულად - ”სიბრძნე”) - ბულგარეთის დედაქლაქი. იგი მდებარეობს სოფიის ქვაბულის სამხრეთ განაპირას.
სოფიაში თვმოყრილია ბულგარეთის სამრეწველო წარმოების 1/6 (მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ქიმიური, რეზინის, ქაღალდის, კვების მსუბუქი მრეწველობა). აქვეა ბულგარეთის მეცნიერებათა აკადემია, უნივერსიტეტები, ტეატრი, ნაციონალური და ქალაქის სამხატვრო გალერეები, არქეოლოგიური, ისტორიული და სხვა მუზეუმები.

ჩ.წ.არ-მდე 8 საუკუნეში ამ ადგილას დაარსდა ფრაკიული ქალაქი. პირველ საუკუნეში, როდესაც რომაელებმა დაიპყრე ქალაქი და სედრიკა დარქვეს.1-4 საუკუნეებში სედრიკა ფრაკიის პროვინციის ცენტრია. 357 წელს რომაელი ისტორიკოსის ამიან მარცელის თქმით ქალაქი იყო ”დიდი და აუღებელი”.
5-6 საუკუნეებში ქალაქს შემოესივნენ ჰუნები, მაგრამ 6 საუკუნის შუა წლებში, იმპერატორ იუსტინიანეს იმპერატორობის პერიოდში ქალაქი ისევ აღორძინდა როგორც ბიზანტიური იმპერიის მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრი და ეწოდა ტრიადიცა.
809 წელს ქალაქი შედის ბულგარეთის სახელმწიფოს შემადგენლობაი და იღებს სლავუე სახელს - სრედეცი. 14 საუკუნის ბოლოდან ქალაქი, ისევე, როგორც მთელი ქვეყანა ოსმალების ბატონობის ქვეშ მოექცა. უკვე 12-13 საუკუნეებში ქალაქს მოსახლეობა ეძახდა სოფიას, მაგრამ ოფიციალურად ეს სახელი მხოლოდ 14 საუკუნის ბოლოს მიიღო.
ოსმალების ბატონობის დროს ქალაქი ხდება იმპერიის მნიშვნელოვანი ცენტრი. სოფიაში ვითარდება ბულგარული კულტურული მოღვაწეობა. დაარსდა სოფიის ლიტერატურული სკოლა - ”პარატა, წმინდა მთა”. ქალაქის გარშემო იყო წრე, რომელიც შედგებოდა 50 მონასტრისგან (20 მათგანი დღესაც არსებობს. ეს იყო განმანთავისუფლებელი მოძრაობის მნიშვნელოვანი კერა.
თურქეთის ბატონობისგან განთავისუფლების და ბულგარეთის სახელმწიფოს აღორძინების შემდეგ სოფია ხდება დედაქალაქი.

სოფიაში - ევროპის ერთ-ერთ უძველეს ქალაქში, არის მრავალი შესანისნავი ნიმუში ისტორიული და საეკლესიო არქიტექტურისა. ქალაქში ექსკურსია იწყება ალექსანდრე ნეველის ტაძრიდან, რომელიც აშენებულია 200 000 რუსი ჯარისკაცის ხსოვნის პატივსაცემად, ისინი დაიღუპნენ თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ განმანთავოსუფლებელი ბრძოლის დროს. ეს არის არა მარტო ბულგარეთის, არამედ ბალკანეთის ყველაზე დიდი ტაძარი (ფართობი - 2600 კვადრატული მეტრი, სიმაღლე - 52 მეტრი, სამრეკლოში არის 12 მოოქროვილი ზარი. ამათგან ყველაზე დიდი 11 758 კგ-ს იწონის). ტაძრის უკან განლაგებულია სკვერი და წმინდა სოფის ეკლესია, რომელმაც მისცა დასახელება მთელ ქალაქს.

ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილია წმინდა გიორგის ეკლესიაა. ეკლესიის გუმბათის შიდა მხარეს შენარჩუნებულია ფრესკები, რომლებიც თარიღდება 10 საუკუნით. სახალხო კრების მოედანზე განლაგებულია ნაციონალური ასამბელის დიდებული შენობა რომლის წინაც დგას ცხენზე ამხედრებული რუსი იმპერატორის ალექსანდრე მეორის ძეგლი. იქვე მდებარეობს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიზეუმი. მუზეუმის მახლობლად არის ბატემბერგის მოედანი, რომელიც ითვლება სოფიის ცენტრად. მოედანზე განთავსებულია გიორგი დიმიტროვის ყოფილი მავზოლეუმის შენობა, რის მოპირდაპირედაც არის ხელოვნების ეროვნული გალერეა და ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც განთავსებულია ყოფილი სამეფო სასახლის შენობაში. პარკში მავზოლეუმის სამხრეთით მდებარეობს ივანე ვაზოვის სახლობის სახალხო თერტი ბაროკოს სტილში. მოედნის დასავლეთით ბულგარეთის ნაციონალური ბანკის შემდეგ შევხვდებით ბუიუკ-ჯამის მეჩეთს. ლარგოს ქუჩის რაიონში მდებარეოს ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი, ბანი-ბაშის მეჩეთი, სოფიის სინაგოგა, მიწისქვეშა სავაჭრო ცენტრი და ბაზარი.

ქალაქის ყველაზე ლამაზი ადგილია ვიტოშის ბულვარი, რომელიც იწყება აღდგომის ტაძრიდან და მთავრდება კულტურის სახლის მოედანზე. იუსტიციის სამინსტროს მახლობლად განთავსებულია ისტორიის ეროვნული მუზეუმი - ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბალკანეთის მთელ ტერიტორიაზე. მუზეუმი განთქმულია 4 საუკუნის ოქროს ნაკეთობათა კოლექციით. აქვე ინახება ბულგარეთის ისტორიის შუა საუკუნეების ქრონიკის ასლი, რომელიც ერთადერთი წყაროა ბულგარეთის პირველი სამეფოს ისტორიისა.